სოფელ წოლაში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

05 იანვარი 2021, 10:38 874 ნახვა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტოროაზე ხანძარია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება. ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო, დღეს, გამთენიისას კი გაჩნდა ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი პირველადი შეფასებით დაახლოებით 4 ჰექტარზე მეტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში