ხანძარი გორის ბაზარში

31 დეკემბერი 2020, 11:41 1191 ნახვა

გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.ცნობილია, რომ  ბაზარი დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა, ხანძრის გაჩენის მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციით, მოვაჭრეებმა მათი დახმარებით გასაყიდი პროდუქციის ბაზრის ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გატანა და ხანძრისგან გადარჩენა შეძლეს. მათივე ინფორმაციით, ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება და მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.გორში, წმინდა წყლის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი