ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში მცხოვრები გეგელიძეების ოჯახი, ,,სოკარ გაზი ჯორჯიას“ სამუშაოების დასრულებას სთხოვს. მათი თქმით, მილები სახლთან მიყვანილია, თუმცა იმის მიუხედავად, რომ თანხა გადაიხადეს, მონტაჟი არ დასრულებულა. მათივე მტკიცებით, კომპანიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. კომპანიაში ამბობენ, რომ საკითხს შეისწავლიან. სატელევიზიო კომენტარს კი ამ დროისთვის არ აკეთებენ.