იუსტიციის სახლები მუშაობას 4 იანვრიდან განაახლებენ

30 დეკემბერი 2020, 11:41 1435 ნახვა

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, საახალწლო უქმეების შემდეგ, მუშაობას 2021 წლის 4 იანვრიდან განაახლებენ და მოქალაქეებს კვლავ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან. ფილიალები მხოლოდ შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს დაისვენებენ. 4 -დან 15 იანვრამდე პერიოდში, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოემსახურებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სერვისის მიღება დისტანციურად, პორტალ მაი გოვ გე-ზე არ შეუძლიათ ან ესაჭიროებათ ისეთი მომსახურება, რომელიც დისტანციურად არ გაიცემა.ისეთ გადაუდებელ მომსახურებას, როგორიც არის გარდაცვალების პირველადი მოწმობის გაცემა, მოქალაქე კვირის დღეებში მიიღებს ვიზიტის დაჯავშნის გარეშე, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი