2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. მასში აისახა, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 165 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ამოცანაა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები გაიზრდება.