ჯო ბაიდენის გუნდი ძალაუფლების ჩაბარებაში დაბრკოლებებს აწყდება

29 დეკემბერი 2020, 11:50 632 ნახვა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი გუნდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემის პროცესში აუცილებელ ინფორმაციას ვერ იღებს და დაბრკოლებებს აწყდება. კერძოდ, ბაიდენის გუნდმა თავდაცვის, მენეჯმენტისა და ბიუჯეტის დეპარტამენტისგან საჭირო ცნობები ვერ მიიღო. ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  მან ტრამპის ადმინისტრაციის ამ ქმედებას უპასუხისმგებლობა უწოდა და აღნიშნა, რომ მის გუნდს აშშ-ის ძალების პოზიციების შესახებ მკაფიო სურათი სჭირდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უწყებებმა, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი როლი აკისრიათ, „უდიდესი ზიანი“ განიცადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი