ბათუმის ''დინამომ'' ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატა

28 დეკემბერი 2020, 19:43 1295 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის ''დინამომ" ახალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყო. შავიზღვისპირელებმა თბილისის ''საბურთალოდან'' მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე დაიმატეს.

24 წლის ფეხბურთელი ''საბურთალოს'' აღზრდილია და მთელი კარიერა ამ კლუბში აქვს გატარებული, მხოლოდ წლევანდელ 2020 წლის სეზონში ''თელავის'' შემადგენლობაში იჯარის წესით ასპარეზობდა. გრიგოლ ჩაბრაძე ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონის საუკეთესო სიმბოლურში მოხვდა.

მცველმა ბათუმურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცნობილი გერმანული სატრანსფერო პორტალის ''ტრანსფერმარკეტის'' ინფორმაციით ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში