სამეგრელოს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფ-ის მხარდაჭერით გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში განხორციელდება.