43 წელი ილია II-ის აღსაყდრებიდან

25 დეკემბერი 2020, 18:01 1851 ნახვა

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, საპატრიარქოში ღონისძიებები დღეს არ იგეგმება.  მილოცვის მსურველებს კი საპატრიარქო 90 ფსალმუნის წაკითხვის კურთხევას აძლევს. 1977 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებამ, პატრიარქი ფარული კენჭისყრით აირჩია.

ცხუმ-აფხაზეთის მაშინდელი მიტროპოლიტი, რომელსაც აღსაყდრების შემდეგ ილია მეორე უწოდეს, 44 წლის იყო. პატრიარქად ილია მეორე სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში