შეფერხებები გზებზე

25 დეკემბერი 2020, 12:48 1226 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დღეს გამოიდარა, თუმცა გუშინდელი  ინტენსიური თოვის შედეგად შეფერხებები შეიქმნა გზებზე. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია.  აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით,  თემებთან მისასვლელ  გზებზე მოძრაობა უკვე აღდგენილია,  ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. ანალოგიური მდგომარეობაა შუახევშიც. აქ დეპარტამენტის 16 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, აქ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში