ხვალ უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას დაამტკიცებს. გადაწვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. სხდომა დილის 9 საათზე ჩაინიშნა.
აჭარის მთავრობის შემადგენლობა არ შეცვლილა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, კრიზისის პერიოდში მთავრობის სტაბილურობა მნიშვნელოვანია.
მთავრობის დასამტკიცებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.