პოლონელების საჩუქარი ქართველ მაშველებს

23 ოქტომბერი 2016, 00:00 3217 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „პოლონეთის დახმარება 2016“ ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.  ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონელმა კოლეგებმა საჩუქრად სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადასცეს.

ამავე კატეგორიაში