ჭიდაობაში ევროპირველობა აპრილში გაიმართება

23 დეკემბერი 2020, 12:11 1687 ნახვა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებში კომისიის ონლაინსხდომა გაიმართა. სხდომაზე 2021 წლის კალენდარი განიხილეს და რამოდენიმე ჩემპიონატის თარიღი და ჩატარების ადგილი შეცვალეს.

იანვარ-თებერვალში არცერთი შეჯიბრება არ ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში თებერვლის ნაცვლად 19-25 აპრილს გაიმართება.

ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის სალიცენზიო ტურნირი როგორც დაგეგმილი იყო 18-21 მარტს ბუდაპეშტში ჩატარდება, მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირი 6-9 მაისს სოფიაში გაიმართება.

ეპიდსიტუაციებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეჯიბრებების თარიღები და ლოკაცია კვლავ შეიცვალოს. ეს დამოკიდებული იქნება თუ რა მდგომარეობა იქნება მასპინძელ ქვეყანაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში