ხვალიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება

23 დეკემბერი 2020, 11:47 1126 ნახვა

ხვალიდან  შემსუბუქებული შეზღუდვები არ შეეხება ბაზრებსა და სატრანსპორტო მიმოსვლას.  ანუ, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში  არც მუნიციპალური   და არც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმოძრავებს.  სავაჭრო ობიექტებს, რომლებმაც ყველა წესის დაცვის შემთხვევაში  უნდა განაახლონ მუშაობა დამატებითი რეგულაციები დაუწესდათ.  უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა,  მაღაზიები მხოლოდ დილის 07:00-დან 19:00 საათამდე,  უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა, ფასდაკლებები კი დასაშვებია დილის საათებში. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით.  ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით, გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში