აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიამ 7 ნაგებობა დაანგრია

23 დეკემბერი 2020, 11:46 1112 ნახვა

დღეს, დილით თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია 7 ნაგებობა, რომელიც მერიის ინფორმაციით, უკანონოდ აშენდა. 5 მათგანი დაუსრულებელი იყო, 2 კი თითქმის დასრულებული. 4-დღიანი ვადა, რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა მეპატრონეებს უკანონო ნაგებობების დემონტაჟისთვის მისცა,  დღეს ამოიწურა. 15 დეკემბერს, თბილისის მერიის სამსახურებმა "აფრიკის დასახლებაში" 10-ზე მეტი უკანონო ნაგებობა დაანგრიეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი