''პატრიოტთა ალიანსის'' სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ საპარლამენტო მანდატის დატოვებაზე უარი განაცხადა

23 დეკემბერი 2020, 11:33 1974 ნახვა

''პატრიოტთა ალიანსის'' სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ საპარლამენტო მანდატის დატოვებაზე უარი განაცხადა. ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავს. 

''მანდატს არ ვტოვებ, პარტიის მხარდამჭერი ვიყავი და ვიქნები, მაგრამ ბრძოლის სხვა მეთოდებს მივმართავ. როდის შევდივარ ჯერ არ ვიცი. მე არავისზე დამოკიდებული არ ვარ, არავის ვეკთხები როგორ მოვიქცე და არც იმას ვეუბნები, როგორც მე მინდა ისე მოიქეცითქო'' - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ. 

''პარტიოტთა ალიანსის'' სიის მეოთხე ნომერი, პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება საქართველოს პარლამენტში. 

სხვა ოპოზიციური პარტიის დეპუტატები მანდატებზე უარს ამბობენ და საკანონმდებლო ორგანოს მისი გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართეს. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში