ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისა და გოგოლისა და ბაგრატიონის ქუჩების მოწესრიგების საკითხი დღეს კიდევ ერთხელ დააყენა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა. არჩილ მამულაძე 2021 წლის ბიუჯეტში ამ პროექტების განხორციელებისთვის თანხების გათვალისწინებას ითხოვდა. ამასთან, საკრებულოს წევრმა შეცვლილი სატრანსპორტო სქემის გამო მძღოლებისთვის შექმნილ დისკომფორტზე ისაუბრა და ქვაფენილიანი ქუჩების მოწესრიგების აუცილებლობაზე ან შეცვლაზე ისაუბრა. ბათუმის მერის ინფორმაციით, ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთი ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება.