ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და გარემოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს - განიხილავენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე, რომელიც 21-23 დეკემბერს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.
კონფერენციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკალიანი გახსნის. უწყების ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას.