ხულოში, წაბლანის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 70 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა სკვერი და განთავსდა დაღუპულთა მემორიალური დაფები. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის დაიღუპა სამი ბავშვი.