აზერბაიჯანი 2021 წლის პირველ მარტამდე რუსეთთან სახმელეთო საზღვარს კეტავს, რაც დაკავშირებულია ორივე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან. ამის შესახებ მოსკოვში აზერბაიჯანის საელჩოში აცხადებენ.
„ადამიანთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, რომლებიც დაინფიცირებული არიან კორონავირუსით როგორც აზერბაიჯანში, ისე რუსეთში, ასევე იმის გამო, რომ ჩვენ ქვეყანაში საკარანტინე ზომები მკაცრდება, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვარზე მოქალაქეთა გადასვლა ჩერდება“ , - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.