ქედაში ახალი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნება. სადაც განთავსდება აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ის მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაიხსნება, რომლის ბიუჯეტი 75,000 ლარია.