საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე საუბრობს - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა.
კელი დეგნანი ამბობს, რომ 2020 წელი იყო რთული, თუმცა ამ პერიოდში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობა გაძლიერდა, რის საფუძველზეც დეგნანის შეფასებით, ქვეყნებმა რეალურ პროგრესს მიაღწიეს. ელჩის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ხალხია. ამბობს, რომ ქართველები და ამერიკელები ორი ქვეყნისა და რეგიონისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან.