ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა

19 დეკემბერი 2020, 12:35 4581 ნახვა

300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. უწყების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში