მოთხოვნები აფრიკის დასახლებიდან

16 დეკემბერი 2020, 14:48 904 ნახვა

აფრიკის დასახლებაში დილიდან შეკრება დაიწყო ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი ზარალს ითვლიან. ადგილზე შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომელთა შენობა-ნაგებობის დემონტაჟიც განხორციელდა. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ისინი ადგილზე მართალია თვითნებურად დასახლდნენ, თუმცა ამბობენ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და მერიას დახმარების თხოვნით მიმართავენ. დღეს ისინი სამგორის რაიონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, გამგეობა დაეხმარება აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლის შენობის დემონტაჟიც განხორციელდა. კახა სამხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველებმა გამგეობას განცხადებით უნდა მიმართონ. აფრიკის  დასახლებაში,  სადაც მერიამ 12 შენობის დემონტაჟი განახორციელა,  კიდევ  200 - მდე  ოჯახი  წლებია  ცხოვრობს. ისინი ფართების დაკანონებას ან გამოსყიდვის შესაძლებლობას და  გუშინ დაპირისპირებისას დაკავებული პირის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი