გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 824 პაციენტი, მძიმეა 148-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 51 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით კლინიკურ სასტუმროებშია მოთავსებული 1 183 პირი, ხოლო საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 179.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.