ბათუმის "დინამო" ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

15 დეკემბერი 2020, 18:12 1370 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვიცე-ჩემპიონის ბათუმის"დინამოს" შემადგენლობა ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა.

კლუბთან კონტრაქტი რეინალდოს, კიჭი მელიავას, იჰორ ლიტოვჩენკოს და ვაჟა ფაცაციას დაუმთავრდათ. უკრაინელი მეკარე ლიტოვჩენკო შავიზღვისპირულ კლუბს მიმდინარე წელს შეუერთდა და 2 შეხვედრა ჩაატარა.

კიჭი მელიავას "დინამოს" მაისური ორი სეზონის განმავლობაში ეცვა და წლევანდელ სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მცველი ვაჟა ფაცაცია ბათუმის "დინამოში" მეორე სეზონს ატარებს, თუმცა წელს ის მოედანზე არ გამოსულა.

რაც შეეხება ბრაზილიელ რეინალდოს, ის წელს გადმოვიდა ბათუმში და წარსულში დიდი კარიერის მქონე სამხრეთ ამერიკელმა 6 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის "დინამოს " უკვე ყოფილმა ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა და კლუბში სპორტულ დირექტორად გააგრძელებს მუშაობას.

ბათუმის "დინამომ", რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ეროვნულ ლიგაში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა და ზაფხულში ევროპის კონფერენც ლიგაზე იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში