ოპოზიციას სიები არ გამოუთხოვია, ამიტომ ისინი მოქმედი დეპუტატები არიან - ამის შესახებ, ბრიფინგის დასრულების შემდეგ ტიტე აროშიძემ განაცხადა.
,,ვფიქრობ, ოპოზიცია არ რჩება ბოიკოტის რეჟიმში, რადგან მათ სიები არ გამოუთხოვიათ. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით არიან მოქმედი მანდატის მქონე პირები, მათი არჩევანია ოპონირება გააგრძელონ ქუჩიდან, რაზეც ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, არც მათი სიების გამოთხოვის და არც უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევაში" - განაცხადა ტიტე აროშიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა ხვალ შეიკრიბება.