ბათუმის საკალათბურთო გუნდი „ცხუმ-აფხაზეთთან“ დამარცხდა

12 დეკემბერი 2020, 12:05 755 ნახვა

საკალათბურთო სუპერლიგის მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც ‘’ბათუმი’’ “ცხუმ-აფხაზეთს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში, მაყურებლების გარეშე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით – 85:74 დასრულდა.

“ბათუმელთა” რიგებში  25 ქულით საუკეთესო პეტარ არანიტოვიჩი იყო ლევან მასხულიას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. 4 მოგებითა და 2 მარცხით “ცხუმ-აფხაზეთი” ცხრილში მე-3 ადგილზეა, ბათუმელებს კი მოგებ-წაგებათა საპირისპირო შეფარდება აქვთ და ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში