ბათუმის მერია პანდემიის გამო მოიჯარეებს, მათ ვინც მერიის ქონებას მართავს ან სარგებლობის უფლება აქვთ შეღავათებს უწესებს. ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც პირგასამტეხლო ეკისრებოდათ ვალდებულების შესრულების ვადას უხანგრძლივებს. მათ მერიას განცხადებით უნდა მიმართონ.
საუბარია რესტორნებზე, ღია და დახურულ კაფეებზე სხვა დაწესებულებებზე, რომლებსაც რეგულაციების გამო საქმიანობა შეეზღუდათ. შეღავათები შეეხება გარე მოვაჭრეებსაც. მათთვის მოსაკრებლის დაწესების ვადები გადაიწია. ასევე რეგულაციების პერიოდში თავისუფლდებიან ყოველგვარი გადასახადიდან.
დღეს დეპუტატებმა იაფი სახლის პროექტზე და მის კრიტერიუმებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს. ჯამში პროექტის ფარგლებში 80 ოჯახი ისარგებლებს ხელმისაწვდომი საცხოვრისით.
საკითხის განხილვის დროს დეპუტატებს კითხვები ბენეფიციართა შემოსავლების განსაზღვრის ნაწილში ჰქონდათ. საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ჭოროხის დელტასთან რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეუცვალეს, რასაც დეპუტატთა ნაწილის მხრიდან კითხვები მოჰყვა.ოპოზიციისთვის ეს ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა.