საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომას მმართველი გუნდის 88 წევრი ესწრება. სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან ანრი ოხანაშვილი და ირაკლი სესიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და დღევანდელ სხდომას სწორედ ამ მიზეზით არ ესწრებიან.
მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ერთი საათის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ამ წუთებში სხდომათა დარბაზში შესვენებაა გამოცხადებული, რომლის შემდეგაც დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, სპიკერატი და კომიტეტების თავმჯდომარეები უნდა დაამტკიცონ.