ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საჯაროდ განიხილეს

09 დეკემბერი 2020, 14:38 1141 ნახვა

ხულოს მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 13 მლ 8 200 ლარით განისაზღვრა, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე განაწილდება. მომავალ წელს ერთი მილიონით გაიზრდება ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხა და მთლიანობაში ოთხ მილიონს გადააჭარბებს. სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 90 ათასი ლარით. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თვითმმართველობამ ასევე გაითვალისწინა სოციალური პროექტებიც. ხულოს ბიუჯეტი ონლაინ რეჟიმში განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი