კვესელაძის ლელო შემოდგომის ერთა თასზე საუკეთესოდ დასახელდა

08 დეკემბერი 2020, 18:41 1435 ნახვა

რაგბში "შემოდგომის ერთა თასის" ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვა დასრულდა და ტურნირის საუკეთესო ლელო ცნობილია. 8 ერის გათამაშების საუკეთესო ლელოდ 24 წლის ქართველი მორაგბის გიორგი კვესელაძის ლელო დასახელდა.

კვესელაძემ ხმათა 65,1 % მიიღო და 3 კონკურენტს დიდი სხვაობით აჯობა. გიორგი კვესელაძემ ეს ლელო ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ დადო.

„მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერას მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც სხვადასხვა ნომინაციებში მხარდაჭერა გამომიცხადა. ვეცდები კიდევ უფრო განვითარდე და მათი იმედები გავამართლო“ – თქვა კვესელაძემ.

შეგახსენებთ,რომ მესამე ტურის დასრულების შემდეგ ქართველი ცენტრი ხმათა 89%-ით ტურის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო მისი ლელო 92%-ით ტურის საუკეთესო ლელო გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში