აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 1 015 პაციენტი, მძიმეა 158-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 51 პაციენტი.
აჭარის მასშტაბით კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 1 858 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 213 პირი.
განახლებული სტატისტიკის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.