ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევაა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 123 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425.
3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი.