დისკუსია დღესაც გაგრძელდება, რაც გვაჩვენებს როგორ ვიმოქმედებთ სამომავლოდ - კარლ ჰარცელი

08 დეკემბერი 2020, 10:14 739 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გუშინ  გამართულ მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა.

მისივე განცხადებით, პროგრესის მისაღწევად მცდელობები გაგრძელდება.

"კარგი დისკუსია გვქონდა, შევეხეთ ყველა აქტუალურ საკითხს. გარკვეულ საკითხებში პროგრესს მივაღწიეთ. დისკუსია დღესაც გაგრძელდება, რაც გვაჩვენებს როგორ ვიმოქმედებთ სამომავლოდ. გავაგრძელებთ მცდელობას შეთანხმების მისაღწევად, რადგან საპარლამენტო სესიის გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების იმდენი რაუნდი გავმართოთ, რამდენიც საჭიროა პროგრესის მისაღწევად. ვგრძნობთ, რომ წინ მივდივართ"-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში