დედაქალაქისგან განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა ბათუმში. თუ თბილისში ოპოზიცია და მმართველი გუნდის წევრები მოლაპარაკების მაგიდასთან არიან შეკრებილები, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, ე.წ. თავისუფლების კვარტალში ოპოზიციის აქციები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.