ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - მეუფე გრიგოლი

06 დეკემბერი 2020, 15:07 1292 ნახვა

ღვთისმსახურება გარკვეული შეზღუდვებით ტარდება, საყოველთაოდ ცნობილი უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით, მსახურების შემდეგ კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტაძარში სალოცავად შევიდეს. რაც შეეხება ღვთისმსახურებაში რაიმე განსხვავებული წესის შეტანას, მეუფე გრიგოლის თქმით, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას.

მეუფე გრიგოლის თქმით, ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხზე იმსჯელებენ და სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. მისივე თქმით, ამჟამად ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა რეგულაციით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.ასევე მეუფე აღნიშნავს, რომ ლოცვას ვერავის აუკრძალავ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი