UFC-ში ორივე ქართველმა მოიგო

06 დეკემბერი 2020, 10:35 1758 ნახვა

6 დეკემბერს ლას-ვეგასში UFC-ს მორიგი ღონისძიება გაიმართა. ოქტაგონზე ორი ქართველი მებრძოლი გამოვიდა და ორივემ გამარჯვება მოიპოვა.

23 წლის ილია თოფურია 32 წლის ამერიკელ დეიმონ ჯექსონს დაუპირისპირდა. თოფურიამ ამერიკელი მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა და ბრძოლა პირველი რაუნდის მესამე წუთზე დაამთავრა.

ილიას ამ დროისთვის ყველაზე პოპულარულ საბრძოლო ორგანიზაციაში 2 დან 2 გამარჯვება აქვს. პირველ ბრძოლაში მან "მაროკოელი ეშმაკი" იუსუფ ზალალი დაამარცხა. 


თავისი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა რომან დოლიძემაც. ქართველმა ბრაზილიელი ჯონ ალანი დაამარცხა. დოლიძე პირველ და მეორე რაუნდში აქტიური იყო , თუმცა მესამე რაუნდში პასიურობდა. საბოლოოდ რომან დოლიძემ გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით 30:27 , 29:28 ,28:29  მიიღო.

რომანს UFC-ში 2 დან 2 გამარჯვება აქვს. პირველ ბრძოლაში მან რუსი ხადრის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა ,რომელმაც ნოკაუტით მოიგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში