კორონავირუსზე ყოველდღიურად უკვე 20 ათასი ტესტი კეთდება, რაც ფიქსირებულ მონაცემებზეც აისახა და დღეს უკვე 5450 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 453 აჭარაში.. სულ გარდაიცვალა 37 ადამიანი.
ახალი რეგულაციის თანახმად რეგიონში 26 პოლიკლინიკა 10 დან 17 საათამდე შაბათ-კვირასაც მუშაობს, თუმცა პრობლემები დღეს მაინც წარმოიშვა, რომლის მოგვარებასაც მინისტრის ჩარევა დასჭირდა, საოჯახო მედიცინის ცენტრში, მოქალაქის პრეტენზიებს პასუხობენ და აღნიშნავენ ტესტზე უარის სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არ და ვერ იქნებოდა და ბრალდებები უსაფუძვლოა