აჭარაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

04 დეკემბერი 2020, 10:57 920 ნახვა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში  მკურნალობს 1 025 პაციენტი, მათგან 155-ის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი. 

რეგიონის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 515 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია - 21 178 პაციენტი.

აჭარაში 2022 პირი მოთავსებულია კოვიდ სასტუმროში, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 448.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში