ივენთ კომპანიების სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება იგეგმება - ეკონომიკის მინისტრი

03 დეკემბერი 2020, 12:32 839 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ივენთ კომპანიებს ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარებიან. 

ნათია თურნავას თქმით, კომპანიებმა მთავრობას თხოვნით მიმართეს. 

იგივე შეღავათები დაუწესდებათ კინოთეატრებსაც. 

''სხვა ცვლილებები, რაც ჩვენ ასევე შემოგვაქვს პროგრამა ''აწარმოე საქართველოს'' ფარგლებში ეხება ივენთ კომპანიებს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ აღნიშნულ კომპანიებზე გავავრცელეთ ასევე სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა. ახლა შემოგვაქვს ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, რადგან მოგვმართეს თხოვნით და გარკვეული ინვენტარი მათ აქვთ ლიზინგით შეძენილი. აქაც ჩვენ პროცენტისგან პრაქტიკულად გავათავისუფლებთ და დავუსუბსიდირებთ. 

აქვე, სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაში შემოგვყავს კინოთეატრები, ეს არის კიდევ ერთი დაზარალებული ინდუსტრია მათაც გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში