დღეიდან 300 ლარიანი კომპენსაციის გასაცემად რეგისტრაცია იწყება. მათ, ვისაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელება და მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, კომპენსაციის მისაღებად 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვით დასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები.