საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი შემსუბუქდება 

02 დეკემბერი 2020, 12:27 3412 ნახვა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი შემსუბუქდება. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე დაექვემდებარება 8 დღიან თვითიზოლაციას, ტესტის არ არსებობის შემთხვევაში კი ეს ადამიანი გადავა კარანტინის ნაცვლად 12 დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროებში განთავსება.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის საშუალება სახელმწიფო მათ უზრუნველყოფს შესაბამის სასტუმროებში განთავსებას"-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში