აჭარაში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

02 დეკემბერი 2020, 11:00 1061 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 999 პირი, მათ შორის მძიმეა 154-ის მდგომარეობა. 119 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

განახლებული სტატისტიკის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოჯანმრთელდა - 443 პაციენტი, კლინიკა დატოვა - 109 პაციენტმა.

აჭარის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული 1 004 პირი, თვითიზოლაციაშია 11 505.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში