გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობა - ამ საკითხებზე ისაუბრეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო, კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.