“Reformerfitness-ის” საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მუხლი, რომლის მიხედვითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო შესაძლებელია მოქალაქეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, არაკონსტიტუციურია. ფიტნეს კლუბი ახლა, დალუქულია.
ობიექტი შრომის ინსპექციამ 2 დღის წინ იმ მოტივით დააჯარიმა, რომ პანდემიის გამო აკრძალვის მიუხედავად მუშაობდა. გუშინ კი ფართი „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საცხოვრებლად იქირავა.