ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს . მე-17 ტურის შეხვედრაში "შუქურა" შინ "ვით ჯორჯიასთან" 0-1 დამარცხდა. მიუხედავად წაგებული შეხვედრისა ქობულეთლები რანგით უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდნენ ,რადგან უშუალო კონკურენტი "სამგურალი" თბილისის "შევარდენთან" დამარცხდა.
17 შეხვედრაში შაშიაშვილის გაწვრთნილ "შუქურას" 31 ქულა აქვს და უახლოესი მდევარისთვის მიუღწეველია. ბოლო ტურში ქობულეთლები 9 დეკემბერს "გაგრას" წინააღმდეგ ითამაშებენ,თუმცა ეს შეხვედრა "შუქურასთვის" ფორმალობაა.