167 მძიმე პაციენტი და 5 გარდაცვლილი – ეპიდვითარება აჭარაში

29 ნოემბერი 2020, 15:20 1244 ნახვა

მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. კოვიდ 19 თან დაკავშირებული ბოლო ინფორმაცია კი ასეთია, კორონავირუსის 4 ათას 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში, მათ შორის 554 ახალი ინფიცირებულია აჭარაში.

ამ მაჩვენებლით რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ახალი ინფიცირებულების რაოდენობას აჭარბებს. ქვეყნის მასშტაბით, კვლავ მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. 35 ადამიანია გარდაცვლილი, 5 პაციენტი გარდაიცვალა ბათუმსა და ქობულეთში. მათ შორის არის 45 წლის ქალი. პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებას არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, 1019 ადამიანი მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებებში, ხელოვნური მართვით სუნთქვაზეა 56 მოქალაქე.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი