როგორ აისახება ხალხზე ხანგრძლივი აკრძალვები?

28 ნოემბერი 2020, 20:30 1388 ნახვა

ზუსტად 1 საათში ქუჩებში მოძრაობა შეჩერდება, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები დღეიდან 22:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათზე იწყება. ამ და სხვა შეზღუდვებით საქართველო კიდევ 2 თვე იცხოვრებს. დილიდან 8 ქალაქში არც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს და არც საქალაქთაშორისო. დახურული სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში ამუშავდება.

ბათუმში, ე.წ ხოფის ბაზრობაზე მხოლოდ ჰიგიენური საშუალების მაღაზიები, სურსათის და ავტონაწილების განყოფილება მუშაობს.  მოვაჭრეები ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ. იმ ობიექტების მფლობელები, კი რომლებმაც 10 ათასობით ლარის ღირებულების საახალწლო პროდუქცია შემოიტანეს, ფიქრობენ რომ ამ ყველაფრის რეალიზებას წინასაახალწლოდ ერთ კვირაში ვერ შეძლებენ.

რა შედეგს მოუტანს ქვეყანას აკრძალვები გადაადგილებაზე, დახურული სავაჭრო ობიექტები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები, სავარაუდოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდება. ახლა, მთავრობა და ეპიდემიოლოგები იმედს მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე ამყარებენ,შეზღუდვა რთული იქნება ბიზნესისთვის, თუმცა  თანხმდებიან, რომ მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი