როგორ მუშაობენ ბაზრობები ახალი რეგულაციებით?

28 ნოემბერი 2020, 18:15 1251 ნახვა

საქართველოში დღეიდან გამკაცრებული შეზღუდვები ძალაში შევიდა. შეზღუდვები შეეხო ღია და დახურული ტიპის ბაზრობებსაც. მათ შორის ხოფის ბაზრობას. აქ ამ ეტაპზე მხოლოდ ჰიგიენური საშუალების მაღაზიები, სურსათის და ავტონაწილების განყოფილება მუშაობს. 

მოვაჭრეები ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ. იმ ობიექტების მფლობელები, კი რომლებმაც ათი ათასობით ლარის ღირებულების საახალწლო პროდუქცია შემოიტანეს, ფიქრობენ რომ ამ ყველაფრის რეალიზებას წინასაახალწლოდ ერთ კვირაში ვერ შეძლებენ. ბაზრობებს და მაღაზიებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მხოლოდ საახალწლოდ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ექნებათ. მუშაობას აგრძელებენ აგრარული ბაზრობები, თუმცა შეჩერებული მუნიციპალური ტრანსპორტის ფონზე მომხმარებელთა სიმცირეს აქაც უჩივიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი